გიგა ფარულავა – განათლების სისტემაში არაკომპეტენტური და მავნებლური რეფორმა ხორციელდება

12:42, 31.08.2026

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ განათლების სისტემაში არაკომპეტენტური და მავნებლური რეფორმა ხორციელდება.

„ამ გადაწყვეტილებით სტუდენტებს მოუწევთ არა სასურველი პროგრამების არჩევა, არამედ იმ პროგრამების არჩევა, რაც დარჩა. განათლების სისტემაში რეფორმა ისე ტარდება, რომ არ ემსახურება არც სტუდენტების და არც იმ მწვავე პრობლემების, გამოწვევების გადაჭრას, რაც განათლების სისტემაში რეალურად არის“, – აღნიშნა გიგა ფარულავამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, გამონაკლისის სახით, წელს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ექნება.

მსგავსი