გიგა ფარულავა - ალბათ ხაბეიშვილი ციხეში სხვადასხვა პოლიტიკურ ნიშაზე დაფიქრდა, არ მჯერა პოლიტიკური ლიდერების, რომლებმაც 4 ოქტომბრის რევოლუციურ-პროვოკაციულ სცენარში მიიღეს მონაწილეობა
გიგა ფარულავა - ალბათ ხაბეიშვილი ციხეში სხვადასხვა პოლიტიკურ ნიშაზე დაფიქრდა, არ მჯერა პოლიტიკური ლიდერების, რომლებმაც 4 ოქტომბრის რევოლუციურ-პროვოკაციულ სცენარში მიიღეს მონაწილეობა

არ მჯერა იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებმაც 4 ოქტომბრის რევოლუციურ-პროვოკაციულ სცენარში შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად მიიღეს მონაწილეობა მონაწილეობა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა.

გიგა ფარულავას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წერილზე დაუსვეს კითხვა.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ცალკეულ ლიდერებს არანაირი იდეოლოგია და ნიშა არ აქვთ. მათი იდეოლოგია რა არის, განსაკუთრებით 4 ოქტომბერს გამოჩნდა, რა შედეგიც მოუტანეს საზოგადოებას თავიანთი პროვოკაციული და რევოლუციური სცენარებით. ალბათ ლევან ხაბეიშვილი ციხეში სხვადასხვა პოლიტიკურ ნიშაზე დაფიქრდა. რა პასუხი ექნება საზოგადოების მხრიდან, ამას ვნახავთ. პირადად მე იმ პოლიტიკური ლიდერების არ მჯერა, ვინც 4 ოქტომბრის რევოლუციურ-პროვოკაციულ სცენარში  შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად მიიღეს მონაწილეობა. ეს არის უახლოესი წარსული, რომელმაც სახელმწიფო ინტერესები დააზიანა. შესაბამისად, მსგავსს რევოლუციურ სცენარებზე როცა მიდიხარ, შესრულებაში მოგყავს, რამდენიმე თვეში ასეთი პოლიტიკოსების ტრანსფორმაციის არ გვჯერა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა მისი წერილი. როგორც ხაბეიშვილი წერილში აღნიშნავს, „საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა“. ხაბეიშვილი ასევე წერს: „ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას“.