გიგა ჭიკაძე არნოლდ ალენს UFC 304-ზე, მანჩესტერში შეხვდება #1TVSPORT
გიგა ჭიკაძე არნოლდ ალენს UFC 304-ზე, მანჩესტერში შეხვდება #1TVSPORT

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა 27 ივლისს ქალაქ მანჩესტერში გასამართი ღონისძიების მთავარი ბრძოლების შესახებ გამოაცხადა.

UFC 304-ზე მონაწილეობას გიგა ჭიკაძეც მიიღებს. 35 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ დივიზიონში არნოლდ ალენს შეხვდება.

ალენი თავის დივიზიონში მეექვსე ადგილზეა, ხოლო გიგა ჭიკაძე მეცხრე პოზიციას იკავებს. ბრიტანელ ალენს MMA-ში 22-ჯერ უჩხუბია, საიდანაც 19 ბრძოლა მოიგო. ჭიკაძე კი დაპირისპირებას 15 გამარჯვებითა და სამი მარცხით ხვდება.

ქართველმა ბოლო ბრძოლა გასული წლის აგვისტოში ალექს კასერესის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.