გიგა ბუკია - თუ კითხვები არსებობს და ეს სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება, ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს
გიგა ბუკია - თუ კითხვები არსებობს და ეს სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება, ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს

თუ ქვეყანაში წვიმს და გვალვაა, ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ყოველ შემთხვევაში, რაც ქვეყანაში ხდება, ოპოზიცია ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ განუცხადა, რომელიც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, თანამონაწილეები დავობდნენ და საგამოძიებო ორგანოში საჩივარი შეიტანეს, რომ ეჭვი ფინანსურ დარღვევებზე ჰქონდათ.

„გენერალური პროკურატურა ვალდებული იყო, საქმე აღეძრა, მოკვლევა დაეწყო და როგორც ხედავთ, ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაბარებული იყო მოსამართლესთან ერთად, რომლის პროკურორობის დროსაც დაკითხვაზე პირს რა მეთოდებით იბარებდნენ, კარგად გახსოვთ. მას თავისუფლად შეუძლია, პროკურატურაშიც მივიდეს, მაგრამ მისი არჩევანი იყო, მოსამართლესთან ერთად დაკითხულიყო. თუ კითხვები არსებობს და ეს სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება, ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინ არ უნდა იყოს. ახალი დირექტორის განცხადებებით ჩანს, რომ ტელევიზიაში ფინანსური პრობლემებია, ალბათ, კითხვები არის, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ეს არის მათემატიკა, ქაღალდებზე ციფრებით გამოხატული იქნება გადარიცხვები, შესაბამისად, ტელევიზიის ხელოვნურად გაკოტრება და პრობლემების შექმნა თითქმის შეუძლებელია. ამას დამტკიცება სჭირდება, რატომ უნდა გაკოტრდეს. არ მგონია, ქიბარ ხალვაშს ამდენი იმისთვის ებრძოლა, რომ ახლა კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადოს. ეს განწყობა არ ჩანს”, – განაცხადა ბუკიამ.