გიგა ბოკერიამ, სიმონ ნოზაძემ და თემურ ხუბულურმა სხდომათა დარბაზში გუშინდელი დაპირისპირების მიზეზებზე დღეს ისაუბრეს [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის წევრებმა გიგა ბოკერიამ, სიმონ ნოზაძემ და თემურ ხუბულურმა სხდომათა დარბაზში გუშინდელი დაპირისპირების მიზეზებზე დღეს იმსჯელეს.

დეპუტატებმა მომხდარი ინციდენტი სხდომათა დარბაზის შესასვლთან განიხილეს.

როგორც ბოკერია ამბობს, სიმონ ნოზაძემ დღეს დააზუსტა, რომ გუშინ არ უთქვამს, ომში საქართველო წინა ხელისუფლებამ ჩაითრია, თქვა, ჩაგითრიესო.

„მმართველი გუნდი ყველა დისკუსიისას წარსულის უსუსური და მცდარი არგუმენტების მოყვანას იწყებს. ცოტა არასერიოზულია, ვინმეს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნა კომპრომატად ჩაუთვალო, როცა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნა მოგიწია. მორალს არ ვკითხულობ, მაგრამ თუ წარსულში დისკუსია გადაგაქვს, ლიმიტი 2003 წელი არ იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას, სიმონ ნოზაძესა და თემურ ხუბულურს შორის დაპირისპირება ბოკერიას კითხვამ გამოიწვია, რომელიც მან ნოზაძის გამოსვლის შემდეგ დასვა და დაინტერესდა, ვისი სახელით გამოდიოდა, უმრავლესობის, თუ საკუთარი ფრაქციის.