გიგა ბოკერია - ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მთავრობა და არა იმან, ვისაც ძალაუფლება აქვს
გიგა ბოკერია - ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მთავრობა და არა იმან, ვისაც ძალაუფლება აქვს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ექნება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ოპოზიციის მოწოდებაა, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება დროულად დაიწყოს.

რაც შეეხება ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ბოკერია ამბობს, რომ თუკი მელიას დაკავებას ეცდებიან, ასევე მოუწევთ მთელი ოპოზიციური ლიდერების დაკავებაც.

„ვინც არ უნდა იყოს ივანიშვილის მიერ შერჩეული ამ პოზიციაზე, ჩვენი ამოცანა, მოწოდება და მოთხოვნა არის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დროზე მოლაპარაკების დაწყება. პოლიტიკური დევნის დასრულება, დარჩენილი პოლიტპატიმრების, რურუას გათავისუფლება, მელიას ამბის დასრულება, ამა თუ იმ ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ეს არის ის, რაც სჭირდება ერთ პრტიას ან ოპოზიციურ სპექტრს. იმედი მაქვს, არც ეცდებიან ძალის გამოყენებას და თუ ეცდებიან სამწუხაროდ, იგივე ვითარებაში ვიქნებით, რა ვითარებაშიც ვიყავით რამდენიმე დღის წინ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, მათ მოუწევთ არა მხოლოდ ნიკა მელიას დაკავება, არამედ  ოპოზიციური და სამოქალქო სპექტრის მთელი წყება ლიდერების და ძალის გამოყენება. ჩვენ ეს არ გვსურს, ოღონდ თუ ამას იზამენ, მაშინ ჩვენგან იგივე რეაქცია იქნება. მაგრამ ხაზს ვუსვამ, შემდეგ ხდება აპელირება, რომ ამათ უნდათ დაიძაბოს ვითარება. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ, ვინ იქნება მთავრობა და არა იმან, ვისაც ძალაუფლება აქვს, რამდენი ხანი დარჩება ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი პოზიცია, არაფერი არ შეცვლილა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.