გიგა ბოკერია - ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გამოვიხსნათ, გვჭირდება მთავრობა, რომელიც მომავალში სხვა მოქალაქეებისთვის საფრთხის შესამცირებლად მაქსიმუმს გააკეთებს
გიგა ბოკერია - ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გამოვიხსნათ, გვჭირდება მთავრობა, რომელიც მომავალში სხვა მოქალაქეებისთვის საფრთხის შესამცირებლად მაქსიმუმს გააკეთებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

მისივე თქმით, საჭიროა დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა და ისეთი მთავრობა, რომელიც მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას შეძლებს, რათა მომავალში სხვა მოქალაქეებს საფრთხე შეუმციროს.

„ვაჟა გაგრინდაშვილის, ამ გამორჩეული პატრიოტის და მოღვაწის შემთხვევა არ არის ცალკე იზოლირებული, უბრალოდ გამორჩეულია მისი პერსონიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად არის სახე პუტინის რეჟიმის, როგორ ექცევა ის ადამიანებს, მოქალაქეებს ყველგან და მათ შორის პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგაც ასეთ აგრესიას ახორციელებს, ამ ყველაფრის მსხვერპლია ექიმი გაფრინდაშვილი. ქვეყანას მთავრობა იმისთვის ჰყავს, რომ ასეთ მტერს დაუპირისპიროს გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ამცირებს რისკებს. პროვოკატორებად მოგვნათლეს, როდესაც ვთქვით, რომ უნდა დავსახოთ გეგმა, როგორ გადაიხდის რუსეთი ფასს თითოეულ ასეთ შემთხვევაში, რაც არის შემაკავებელი ფაქტორი და ამას არ შვებიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროზე გამოვიხსნათ ამ სისხლიანი რეჟიმის ხელიდან, რასაც პუტინის რეჟიმი ჰქვია და მარიონეტები ცხინვალში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მთავრობის შეცვლა, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც იმ ინტრუმენტებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მომავალში სხვა მოქალაქეებს საფრთხე შეუმციროს“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.