გიგა ბოკერია - ვიდრე არ იქნება ის შედეგი, რაც სჭირდება საზოგადოებას, რადიკალური პროტესტი გაგრძელდება
გიგა ბოკერია - ვიდრე არ იქნება ის შედეგი, რაც სჭირდება საზოგადოებას, რადიკალური პროტესტი გაგრძელდება

ვიდრე არ იქნება ის შედეგი, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და სანამ უკან არ წაიღებს იმ შეურაცხყოფას ივანიშვილი, რაც ყველას მიაყენა, რადიკალური პროტესტი გაგრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„სანამ არ დავინახავთ შედეგს, ეს პროტესტი გამწვავდება. რა ფორმით, სად და როგორ, ამას გეტყვით. რეგიონებში რაც ვიხილეთ, სახელმწიფო მოხელეები და სსიპების თანამშრომლები და მათზე მიბმული კრიმინალები გამოაჩინეს, ამაზეც უნდა მიიღონ პასუხი ამ სამარცხვინო კაცის პოლიტიკურმა კლოუნებმა. რაც შეეხება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, რაც თვითონაც აღიარეს, მოუწიათ გერმანული მოდელის განსახილველად დაჯდომა. წვალობენ მაგრად და რაც მთავარია, გაგრძელდება გარეთაც მათი წვალება. ხომ იძახიან უტიფარ არგუმენტებს, რომ არ შეესაბამება კონსტიტუციასო, ჩვენ ვეუბნებით, რომ ნეიტრალური არბიტრის შეფასებებს დავეთანხმოთ ორივენი წინასწარ. ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკურად არ გატყდება, მისი კლოუნები იგივეს გაიმეორებენ. მათ არც ამ მაგიდასთან დაჯდომა არ უნდოდათ, მაგრამ მოუწიათ და საბოლოოდ ან მოუწევთ უკან დახევა და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა ქმედებით და არა სიტყვით, ან თვითონ დაისრულებენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას. ცალკე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის ქვეშ იქნებიან, გარეთ საზოგადოების და საბოლოოდ მათი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება“,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, რადიკალური პროტესტი არა თვითმიზანი, არამედ აუცილებელია.

„ჩვენ თვითმიზანი კი არ გვაქვს რადიკალური პროტესტის, ეს არის აუცილებელი რეაქცია უტიფრობაზე ამ სამარცხვინო რეჟიმის. ნებისმიერი საღი აზრის ნაბიჯს, რომელიც საზოგადოების ინტერესშია და რომელიც უკან წაიღებს ივანიშვილის მიერ მიღებებულ შეურაცხყოფას, ჩვენ მივესალმებით.

რაც შეეხება ქუთაისში მომხდარ ინციდენტს, როცა იწყება ესეთი ჯგუფების მიბმა ფულზე, ეს არის ასლან აბაშიძის გზა და ძალიან ცუდად დამთავრდება“,- აღნიშნა ბოკერიამ.