გიგა ბოკერია - ვეთანხმები ვახტანგ გომელაურს, უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებით პოლიციელები ნამდვილად დაიღალნენ
გიგა ბოკერია - ვეთანხმები ვახტანგ გომელაურს, უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებით პოლიციელები ნამდვილად დაიღალნენ

ვეთანხმები შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებით პოლიციელები ნამდვილად დაიღალნენ ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, პროტესტი ოთხ თვეზე მეტხანსაც გაგრძელდება და ეჭვი ეპარება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ რეჟიმში მუშაობის რესურსი ჰქონდეს.

„ვეთანხმები შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებით დაიღალნენ ნამდვილად პოლიციელები და ნუ აძლევენ ამ დავალებებს. ეს ძალა იქეთ მიმართონ, სადაც ქვეყანას სჭირდება. მეეჭვება, რომ სამი ოთხი თვე გაუძლონ, ჩვენ ნაღდად მეტს გავძლებთ და სჯობს, დღესვე დაამთავრონ ეს ამბავი“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს განაცხადა, რომ პოლიცია უსაფრთხოების დასაცავად გარეთ იდგება იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ამის რესურსი არსებობს. მისივე თქმით, რაც ხდება, რა თქმა უნდა, დისკომფორტია პირველ რიგში პოლიციელებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის.