გიგა ბოკერია - ვერ გავარკვიე, ვინ შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს რამის დატოლება
გიგა ბოკერია - ვერ გავარკვიე, ვინ შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს რამის დატოლება

ვერ გავარკვიე, ვინ შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს რამის დატოლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ვინ შესთავაზა რამის დატოლება. მე მეკითხებით, რატომ შეამჩნია მან რაღაც ჩემს განცხადებებში?! ამაზე ჰკითხეთ სააკაშვილს. ვერ გავარკვიე, ვინ შესთავაზა მას რამის დატოლება“,- ამბობს გიგას ბოკერია.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა  – „ახლა ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, ვერ დამეტოლებით“.