გიგა ბოკერია - უფლება არ გვაქვს, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ აუცილებელია აქციები
გიგა ბოკერია - უფლება არ გვაქვს, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ აუცილებელია აქციები

ჩვენი ვალია, ახლა გვქონდეს რეაქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენზე ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ჩავარდნილან ავტორიტარიზმის ჭაობში. არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, – ამის შესახებ „ევროული საქართველოს“ ლიდერმა გიგია ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე შედეგი მიღწეული არ იქნება.

„ამიტომ, აუცილებელია აქციები. დღეს 15:00 საათზე შევიკრიბებით კანცელარიასთან. ასევე, ვიმსჯელებთ შემდეგ აქციებზეც. აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული ის შედეგი, რაც სჭირდება ქვეყანას.

ჩვენი პარტნიორების ნაცვლად პროგონიზერება არ მიყვარს, მათი განცხადებები თავად მეტყველებს იმაზე, რისი თქმაც მათ სურთ. ჩვენ ნანახი გვაქვს, როგორ ამთავრებენ ოლიგარქები, რომლებიც საუთარი ხალხის თავისუფლების და ამ ხალხის მოკავშირე თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიდიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.