გიგა ბოკერია - თეა წულუკიანის პერსონალური ტრაგედიაა, რომ სიძულვილით არის სავსე
გიგა ბოკერია - თეა წულუკიანის პერსონალური ტრაგედიაა, რომ სიძულვილით არის სავსე

არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც აირჩიეს, რათა საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაეცვათ, ხელისუფლებაში ყოფნის მე-7 წელს ოპონენტების მიმართ სიძულვილით არსებობენ და საზრდოობენ.

„ჩვენი საზოგადოების პრობლემა სიძულვილისა და კლოუნადის გარდა, რომელზეც სერიოზულად კომენტარის გაკეთება რთულია, არის ის, რომ თეა წულუკიანი ივანიშვილის გუნდის განსახიერებაა. აი გულის, გულია. დღეს, რომ გამოდიოდა და გადავხედე, 2013 წლის გამოსვლას ჰგავდა, მაშინაც არაადეკვატური იყო. ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის შემდეგ, როცა მხოლოდ ეს გაძლევს ენთუზიაზმს, დარბაზიც „ქართული ოცნების“ მხარეს გამოცოცხლდა, ეს უხარიათ. სხვა არაფერი „გასახარებელი“ ამ ხალხს არ აქვს, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე სურათია. არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს, თან ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი წულუკიანი აკეთებს. დანარჩენი ეს მისი პერსონალური ტრაგედიაა, ასეთი სიძულვილით სავსე რომ არის, მაგრამ ქვეყნის უბედურებაა, რომ ეს ხალხი დღემდე ხელისუფლებაშია. ეს ამიტომ უნდა დავასრულოთ მშვიდობიანად და არჩევნების გზით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, საქართველოს წინსვლის მთავარი რეცეპტი ამ ხელისუფლების მშვიდობიანად და დემოკრატიულად გასტუმრებაა.

„ქალბატონმა წულუკიანმა ამაყად ბრძანა, რომ მე არსად არ გავიქცევიო. „ევროპული საქართველოს“ და დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანაა, რომ არავის არსად გასაქცევი საქმე არ ჰქონდეს. ჩვენ არ ვიბრძვით ხალხის ნდობისთვის იმისთვის, რომ იმ ხალხს, ვინც გვაწყენინა ან გვატკინა, ანგარიში გავუსწოროთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კატასტროფული კურსი შევცვალოთ. საქართველოში არასოდეს არ იყოს მთავარი ასპარეზი პოლიტიკური სიძულვილი და ამით ტკბობა ეს სიძულვილი როგორ გადმოანთხიე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი