გიგა ბოკერია - თანავუგრძნობ გერმანიის ელჩს, მერამდენედ უნდა გაეხვიოს შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს 
გიგა ბოკერია - თანავუგრძნობ გერმანიის ელჩს, მერამდენედ უნდა გაეხვიოს შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს 

თანავუგრძნობ მას, არ ვიცი მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.

„ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.