გიგა ბოკერია - თაკო ჩარკვიანისთვის სერიოზული პასუხი არც ერთ ბრალდებაზე არ გამიცია, არც ახლა ვაპირებ
გიგა ბოკერია - თაკო ჩარკვიანისთვის სერიოზული პასუხი არც ერთ ბრალდებაზე არ გამიცია, არც ახლა ვაპირებ

თაკო ჩარკვიანისთვის სერიოზული პასუხი არ გამიცია არც ერთ ბრალდებაზე, არც ახლა ვაპირებ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თაკო ჩარკვიანის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, თაკო ჩარკვიანის მხრიდან მისი მისამართით ეს არც პირველი ბრალდებაა და არც უკანასკნელი.

„პოსტი არ მინახავს, მაგრამ ჟურნალისტებისგან გავიგე ამბავი. ქალბატონი თაკო ჩარკვიანისთვის სერიოზული პასუხი არ გამიცია არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე. ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი. არც ახლა ვაპირებ სერიოზულად აღქმას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის ოპოზიციონერ პარტიებს შორის ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა საჭირო არაა. როგორც ჩარკვიანი წერს, მებრძოლი ხალხი „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის.