გიგა ბოკერია - სწორი ლოზუნგები კარგია, მაგრამ მთავრობა ლოზუნგების სასროლად არ არის 
გიგა ბოკერია - სწორი ლოზუნგები კარგია, მაგრამ მთავრობა ლოზუნგების სასროლად არ არის 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატების პასუხები ოპოზიციის კითხვებზე, არ იყო დამაკმაყოფილებელი.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობა იმისთვისაა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რაც ასე არ ხდება.

„პასუხები სამწუხაროდ დამაკმაყოფილებელი არ იყო. კარგია, რომ სწორი ლოზუნგები ლოზუნგების დონეზე მაინც გვესმის ხოლმე, მაგრამ მთავრობა ლოზუნგების სასროლად არ არის. მთავრობა იმისთვისაა, რომ სტრატეგია, ტაქტიკა და პოლიტიკური ნება ჰქონდეს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ამ მიმართულებით ვითარება არანაირად არ გაუმჯობესდა, ისევ ძალიან ცუდად არის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.