გიგა ბოკერია - სტრატეგიული მეგობრები ხედავენ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის
გიგა ბოკერია - სტრატეგიული მეგობრები ხედავენ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კონგრესმენ მალინის წერილი, სენატორ რიშისა და მაიკ პომპეოს გზავნილები მიუთითებს, რომ საქართველოს სტრატეგიული მეგობრები ხედავენ, ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის.

„კონგრესმენ მალინის წერილიც, იქამდე – გუშინ სენატორ რიშის კიდევ ერთი გზავნილი, რაც მთავარია, სახელმწიფო მდივნის, პომპეოს გზავნილი ერთი მხრივ ქვეყნისთვის კარგია, რომ საქართველოს სტრატეგიულ მეგობრებს ამ ქვეყანაში მიმდინარე ამბები ფოკუსის ქვეშ აქვთ, ეს ეხმარება ქართველი ხალხის ნებას, რომ იყოს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, მეორე მხრივ პრობლემა არის, რომ გვყავს მთავრობა, რომელმაც ასეთ საკითხებამდე მიიყვანა საქმე, როცა ქვეყნის რეპუტაცია ისეთია, რომ რეალურად ხედავენ, რომ საფრთხის ქვეშ არის ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, დემოკრატია ივანიშვილის ნაბიჯების მხრიდან.

ეს გზავნილები არის ქართველი ხალხის დახმარება.  ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ გზავნილების დახმარებთ, ჩვენი მეგობრებისგან, მაგრამ პირველ რიგში ქართული საზოგადოების წნეხით, ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს ქვეყნისთვის და გონს მოეგოს, ამ საკითხებში გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ვითარებას დაამშვიდებს და ქვეყანას რისკებს შეუმცირებს. შემდეგ შეეგუოს იმ ვერდიქტს, რომელსაც ამომრჩეველი გამოიტანს. ეს არის, რაც სურთ საქართველოს მეგობრებს.

მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესებიდან გამომდინარე, და რაც მთავარია, მათი ეს სურვილი ემთხვევა და ეყრდნობა ქართველი ხალხის ნებას, რომ ვიყოთ ქვეყანა, სადაც დისკუსია ამაზე კი არ გვექნება, რომ მოუწოდებენ ზოგჯერ ზრდილობიანად, ზოგჯერ უფრო მკვეთრად, რომ გადადგით ნაბიჯები, რათა ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, იქნება საარჩევნო რეფორმა, რაც თითქმის მთლიანად დააიგნორეს პარლამენტში გუშინ კენჭისყრით. იქნება ბიზნესკლიმატი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლოტიკური პლურალიზმი და პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ამ საკითხზე ივანიშვილმა გადადგას ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას დაამშვიდებს შიგნით და საქართველოს მეგობრებს გაუგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ საქართველო არ არის ისეთი რისკის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წნეხი გაიზრდება, ივანიშვილი დამარცხდება, მისი პოლიტიკური ბედი დრამატული იქნება“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, პომპეო განცხადებაში არ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, რურუაზე, განსხვავდება სახელმწიფო ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია?- ბოკერია პასუხობს, რომ პოზიცია იგივეა.

„არა, არ განსხვავდება. კომიკური ახსნაა, რასაც პოულობენ ხოლმე, სხვადასხვა ენით ხდება ხოლმე გზავნილი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც იყო გაცემული საქართველოს ყველა მეგობრის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაზეც ვალდებულება აიღეს, გულისხმობს ამ კლიმატის შექმნას. ამ კლიმატის განუყოფელი ნაწილია 8 მარტის შეთანხმება. რომელ განცხადებაში რაზე იქნება მეტი და ნაკლები აქცენტი, ეს არ ცვლის იმ სურათს, რაც გვაქვს, რომ სწორედ ამ საკითხებზე არის შეწუხებული საქართველოს ყველა მეგობარი.  ეს გასაგებიც არის, რადგან ქვეყნის შიგნით ვითარება ივანიშვილმა ჩიხში შეიყვანა.

ჩვენ გვაქვს კარგი შედეგი საზოგადოების წნეხის, ჩვენი მეგობრების დახმარების, სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციის გამო, ვგულისხმობ საარჩევნო სისტემის შეცვლას, მაგრამ კლიმატის სრული ნორმალიზაცია მოხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილი ისწავლის გაკვეთილს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, და რომ ქვეყნის ვითარების ნორმალიზაციას სჭირდება კანონის უზენაოსება, შერჩევით სამართალზე უარის თქმა და შეთანხმებების შესრულება“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი