გიგა ბოკერია - სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი
გიგა ბოკერია - სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და არა პირიქით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველო იყო პუტინის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და არა პირიქით. ის მოქალაქეები, ვინც ცხინვალში ცხოვრობდნენ, ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის, მნიშვნელობა არ აქვს, იყვნენ პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების დროს, მათ შორის საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დაცვისას, ბუნებრივია, სამხედრო ძალა იყო გამოყენებული და ეს ყოველთვის არის ცუდი და ყოველთვის საფრთხეს უქმნის ნებისმიერი წარმომავლობის მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობს სამხედრო მოქმედებების ზონაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.