გიგა ბოკერია სოფო კილაძეს - თქვენზე კარგად ვიცი, რას ვაკეთებდით და ვადასტურებ, ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ცუდად იყო სასამართლოს საქმე

ნამდვილად თქვენზე კარგად ვიცი, რას ვაკეთებდით და ვადასტურებ, ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ცუდად იყო სასამართლოს საქმე, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს სოფო კილაძეს, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი ის კი არ არის, წინა ხელისუფლებას ადვილად აკრიტიკებენ თუ არა, მიმდინარეს თუ აკრიტიკებენ, თორემ სტალინის კულტი რომ დაგმეს ხრუშოვის დროს ჩადეს მიწაში სტალინი.

ბოკერიას ამ განცხადებას კილაძემ უპასუხა: „მე მესმის, რომ თქვენთვის არ არის სასიამოვნო მოსასმენი, რომ თქვენ სასამართლო გყავდათ გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს ფაქტია. თქვენ ჩემზე კარად იცით, რასაც აკეთებდით“.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რა ხდება სასამართლო სისტემაში.

„ნამდვილად თქვენზე კარგად ვიცი, რას ვაკეთებდით და ვადასტურებ, ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ცუდად იყო სასამართლოს საქმე. ოღონდ, ჩემ არგუმენტს ისევ გავიმეორებ, ტესტი ის არ არის წარსულში მომხდარ ამბებზე რომ უკვე თამამად ლაპარაკობენ უკვე ბორკილახსნილი მოსამართლეები. ეგ არ რის ტესტი. დღევანდელ ხელისუფლებაზე რა ხდება, ჩემთვის ეგ არის მთავარი“, – განაცხადა გოგა ბოკერიამ.

ბოკერიასა და სოფო კილაძის ეს დიალოგი მოყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძის განცხადებას, რომ წინა ხელისუფლების დრო არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნიდა მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესაძლებლობას.