გიგა ბოკერია - შიმშილობა არის მცდარი სტრატეგია
გიგა ბოკერია - შიმშილობა არის მცდარი სტრატეგია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შიმშილობა მცდარი სტრატეგიაა.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერს არ აქვს უფლება, სასოწარკვეთაში ჩავარდეს.

„მცდარი სტრატეგიაა. მესმის, ჩვეულებრივი ადამიანებია, რომლებსაც სურთ რაღაც გააკეთონ და ამას აკეთებენ. პოლიტიკური ლიდერები თავს იტყუებენ და ეს ცუდია, ლიდერს არ აქვს უფლება სასოწარკვეთაში ჩავარდეს და რაღაცისთვის რაღაც აკეთოს. უარეს შემთხვევაში კი, დროის მოგება სურთ, რამენაირად, რომ ვიღაცამ კიდევ არ დააბრალოს, უმოქმედოდ ყოფნა. ავტორიტარული რეჟიმები შიმშილით რომ მარცხდებოდეს, მაშინ არც ერთი მათგანი არ იარსებებდა“, – განაცხადა ბოკერიამ.