გიგა ბოკერია – შეგნებული, მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ ხელისუფლებასა და ფანატიკოსებს

18:50, 17.04.2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას, რელიგიურ ფანატიკოსებს შეგნებული და კანონმორჩილი მორწმუნე ადამიანები მძევლად ჰყავთ აყვანილი.

„კანონმორჩილი, შეგნებული მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავს უგუნურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებასა და რელიგიურ ფანატიკოსებს. ხელისუფლებას, რომელსაც ამ რელიგიურ ფანატიკოსებთან საარჩევნო და რელიგიური კონტაქტი აქვს, ამიტომ ამას სწირავს დანარჩენი მოქალაქეების კეთილდღეობას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ყველა დანარჩენი მოქალაქე იხდის საფასურს ამ უპასუხისმგებლო მთავრობის და რელიგიური ფანატიკოსების საქციელზე. ვითომ იმ საფრთხეების შესამცირებლად, რადგან ვერ ეხებიან იმ რელიგიურ ფანატიკოსებს, შექმნეს პირობები, როცა ადამიანებმა თავად უნდა ჩაიგდოს რისკის ქვეშ თავი ამხელა მოძრაობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ის რაც ხდება ბაზრებზე, ბაზრობებზე, ქუჩებში ხალხმრავლობის თვალსაზრისით, ეს არის პოლიტიკური ფარსი, პოლიტიკური კატასტროფა.

„როგორი უპასუხისმგებლო მთავრობაც არ უნდა გვყავდეს, სასულიერო ლიდერები და საპატრიარქოს იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ნაკლები ზიანი დამთავრდება. რისკები საოცრად გაზარდეს, იმის მიუხედავად რამხელა ზიანს მივიღებთ. ნორმალური, კანონმორჩილი, სამოქალაქო შეგნების ადამიანების ხარჯზე ამას აკეთებს მთავრობა და რელიგიური ფანატიკოსები. ამაზე პოლიტიკურად მთავრობა აგებს პასუხს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი