გიგა ბოკერია - შედეგი, რომელიც გუშინ დადგა, ქვეყნისთვის იყო კარგი
გიგა ბოკერია - შედეგი, რომელიც გუშინ დადგა, ქვეყნისთვის იყო კარგი

იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება და დასრულდება გიორგი რურუას გათავისუფლებით, შემდეგ კი საარჩევნო სისტემის შეცვლით, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემთვის არ აქვს ახლა მნიშვნელობა ამ მოვლენების ანატომიის ანალიზს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს შედეგებს, რომელიც უნდა დადგეს ქვეყნისთვის. ის შედეგი, რომელიც დადგა გუშინ, იყო კარგი ქვეყნისთვის.

თუ ეს პროცესი გაგრძელდება და მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება და დასრულდება გიორგი რურუას გათავისუფლებით, შემდეგ საარჩევნო სისტემის შეცვლით, ეს არის კარგი ქვეყნისთვის. შედეგები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუშინდელი მოვლენების ანალიზი​“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.