გიგა ბოკერია - საზოგადოება უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ცვლილებებს, ვერანაირი მანიპულაცია ამას წინ ვერ დაუდგება
გიგა ბოკერია - საზოგადოება უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ცვლილებებს, ვერანაირი მანიპულაცია ამას წინ ვერ დაუდგება

„ევროპული საქართველოს“  წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ეროვნული ამოცანა არჩევნებზე მისვლა და არსებული მძიმე ვითარების შეცვლაა.

ბოკერიას თქმით, ქვეყანაში დღეს გარდამტეხი ცვლილებების დროა და „ევროპულ საქართველოს“ აქვს სწორედ შემუშავებული ისეთი პროგრამა, რაც საჭირო ცვლილებებს უზრუნველყოფს.

ბოკერიას გაცხადებით, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა ცვლილებებს. გიგა ბოკერიას განმარტებით, ვერანაირი მანიპულაცია ამას წინ ვერ დაუდგება.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ყველასთვის ობიექტური პრობლემაა, ჩვენთან არამარტო საარჩევნო თვალსაზრისით, არამედ ოჯახების შენახვის და ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის საკითხი არის დამძიმებული ივანიშვილის და მისი სამარცხვინო გუნდის არასწორად გადადგმული ნაბიჯებით. ყველანი ვიმკით ივანიშვილის და მისი გარემოცვის მმართველობის შედეგს. ყველა ამ ბარიერის მიუხედავად, ეროვნული ამოცანა არის არჩევნებზე მისვლა და ამ ვითარების შეცვლა, გარდამტეხი ცვლილებების და ამ ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოცილების დროა, შემდეგ კი პანდემიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც „ევროპულ საქართველოს“ აქვს შემუშავებული, რომელიც მოიტანს ამ ცვლილელებს, რაც გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას კატასტროფა ელოდება. ეს უკვე ვნახეთ, არათუ საარჩევნო პროცესის მომზადებაზე, არამედ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის კოვიდსაწოლების გაზრდა და ცხელი ხაზის მომზადება, რათა როცა ეკონომიკა გაიხსნებოდა, ეს ყველაფერი არ გაჭედილიყო. ამაზე მაშინ არ უფიქრიათ, როცა თვეები ჰქონდათ ეკონომიკა ჩაკეტილი, როცა ეპიდვითარება იყო ნორმალური, თვითტკბობით იყვნენ დაკავებული. ჩვენი საზოგადოება ყველგან უნდა მივიდეს არჩევნებზე, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, უნდა მისცეს ხმა ცვლილებებს, ვერანაირი მანიპულაცია ამას წინ ვერ დაუდგება, თუ არის საზოგადოების ნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველოდება კატასტროფა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.