გიგა ბოკერია - საუბარი იმაზე, რომ ერთი პარტია მეორეს პრემიერს შესთავაზებს, არასერიოზულია
გიგა ბოკერია - საუბარი იმაზე, რომ ერთი პარტია მეორეს პრემიერს შესთავაზებს, არასერიოზულია

ნებისმიერი სხვა პარტიის მხრიდან „ევროპული საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატის შემოთავაზება არასერიოზულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯერ იქნება არჩევნების შედეგები, მერე იქნება პროდასავლური დემოკრატიული კოალიცია, მასში ვინც იქნება, პროდასავლურობად უნდა უჭერდეს მხარს, მაგრამ პრემიერობის კანდიდატი ვინ იქნება დემოკრატიული კოალიციის, რომელიც ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან, დამოკიდებულია საარჩევნო შედეგებზე, წონაზე, ვინ რას მოიპოვებს.

ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ „ევროპული საქართველოს“ და მათი თანამოაზრეების გარშემო იყოს ეს კოალიცია შეკრული. სხვა პარტიებს სხვა ამოცანა აქვთ. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ერთი პარტია მეორეს პრემიერს შესთავაზებს, არასერიოზულია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.