გიგა ბოკერია - სასურველია, რომ ისეთ მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს
გიგა ბოკერია - სასურველია, რომ ისეთ მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს

სასურველია, რომ ისეთ მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ ელჩის ქვეყნიდან გაწვევა არ მოუთხოვია, უბრალოდ წუხილი გამოითქვა, რადგან ის დაკარგული იყო თარგმანში.

„მე და ჩვენი გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ, უბრალოდ წუხილი გამოვთქვით და შევედით მის მდგომარეობაში, რომ თარგმანში დაკარგული იყო და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კარგია, როდესაც დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ ხოლმე და მას ეს არ ეყო. არაუშავს, ყველას მოსდის. სასურველია, რომ ისეთი მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფრონტაცია, პოლიტიკური დებატების ცენტრში აღმოჩენა, არ არის ელჩების როლი. უმჯობესია ყველასთვის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, მეტი გამოცდილება. ამას ვგრძნობ მის მიმართ თანაგრძნობით და სიმპათიით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.