გიგა ბოკერია - სამეგრელო შეიძლება იყოს მაგალითი ჩვენი ქვეყნის, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან სწრაფი ამოსვლა გარდამტეხი ცვლილებებით
გიგა ბოკერია - სამეგრელო შეიძლება იყოს მაგალითი ჩვენი ქვეყნის, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან სწრაფი ამოსვლა გარდამტეხი ცვლილებებით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 31 ოქტომბერი უნდა იყოს მაგალითი, „თუ როგორ სწრაფად ამოვა მთელი ქვეყანა ჭაობიდან, რომელიც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ და მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, უკეთესი მომავლისაკენ“.

ამის შესახებ ბოკერიამ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებთან, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასთან ერთად მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრა გამართა.

„ჩვენი გუნდის მიღმა არც ერთი გულწრფელი და გონიერი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც თვალებში შეგხედავს და გეტყვის, რომ ნორმალურია, როცა მთავრობა კრიმინალის წარმატებას საკუთარ წარმატებად ასაღებს, რომელიც გეტყვის, რომ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, როცა უმუშევრობა და სიღარიბე იზრდება, რომელიც გვეტყვის, რომ ივანიშვილის უტიფარი განცხადება – “ჩვენს მიღწევებს ვერ აფასებთო, კმაყოფილი და მადლობელი უნდა იყოთო“, ეს ნორმალური ჰგონია.

იცნობთ, ასეთ წესიერ და გონიერ ადამიანს, ვინც ამას გეტყვით?! ამიტომ ვინც ასე უტიფრად გვეუბნება, რომ უკუსვლა წინსვლაა, ვინც უტიფრად გვეუბნება, რომ მთავრობა იმისთვისაა, ხალხს მისი არსებობა დაამადლოს დათვლის, რომ ჩვენნაირი ქვეყნის მთავრობა როდესმე რაიმეთი უნდა იყოს კმაყოფილი, ამ ხალხს გაკვეთილი 31 ოქტომბერს მივართვათ და მოვიტანოთ ცვლილება – გარდამტეხი ცვლილება!

ჩვენ მოვდივართ რწმენით, რომ ეს ქვეყანა, სამეგრელო, ზუგდიდი, შეიძლება იყოს ლიდერი ჩვენი ქვეყნის, მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან სწრაფი ამოსვლა გარდამტეხი ცვლილებებით“, – განაცხადა ბოკერიამ.