გიგა ბოკერია - სამარცხვინო წერილი, რომელსაც კახა კუჭავა აწერს ხელს, ადასტურებს, რომ გიორგი რურუას ციხეში ყოფნა პოლიტიკური დაკვეთაა
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრ კახა კუჭავას ხელმოწერით საქართველოს პარტნიორებისთვის გაგზავნილი წერილი სამარცხვინო და მთავრობის პროპაგანდის ნაწილია.
მისივე თქმით, წერილით დასტურდება, რომ რურუას ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური დაკვეთა.
„ყველამ ვიხილეთ ადვოკატების ბრიფინგი და ჩვენც ყველამ ვიხილეთ ის სამარცხვინო წერილი, რომელიც მთავრობის პროპაგანდის ნაწილია და რომელსაც ხელს აწერს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბატონი კუჭავა. ეს წერილი არის იმის დასტური, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ რურუა იყოს ციხეში, პოლიტპატიმარი რურუა.
ამ ხალხს, ამ პოლიტიკურად ბრიყვებს, მაგრამ თან მართლა ყველანაირი ბინძური წესების მომხმარებელ ხალხს ჰგონია, რომ ასეთი დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებენ, მათ შორის საქართველოს მეგობრებში, ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში, ყველა ხვდება, რომ ესეიგი პოლიტიკური მოტივი აქვს მთავრობას, ერთ პატიმარზე ამხელა კამპანიას რომ აწარმოებ. მათ შორის შიგნით უამრავი ტყუილი, მათ შორის ისეთი ფაქტები, რაზეც ბრალიც კი არ აქვს.
რურუას ძველ ამბებს აბრალებენ, ხელისუფლებაში არიან და თუ რამეზე გამოსაძიებელი იყო, აქამდე უნდა გამოეძიებინათ, ახლა ხომ ყველამ ვიცით, რომ დაიჭირეს, რადგან იყო პოლიტიკური პროტესტის ორგანიზტორი და კრიტიკული ტელევიზიის მეწილე, სამაგალითოდ დასაჯა ივანიშვილმა გზავნილისთვის, სხვებისთვის და მაგიტომ არის პოლიტპატიმარი, მაგრამ ეს წერილი იცით რისი დასტურია – როდესაც მთელ ბრიუსელში ავრცელებენ ამას და რასაც ხელს აწერს ბატონი კუჭავა, დასტურია, რომ დაგეგმილი კამპანია აქვთ და ზემოდან ქვემოთ მოდის ეს ყველაფერი.
რამე ისეთი კი არ იყო, ჟურნალისტური გამოძიება, დაკვეთა აქვთ. ეს წერილი იქნება მტკიცებულება მომავლში იმისა, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა.
მათი მოკლე ჭკუით, ამით რაღაც ზეწოლას პასუხობენ, რომელიც მათზე არის, მაგრამ მთელი საქმეც მაგაშია, როდესაც პასუხი მტკიცებულება ხდება ბრალდების, რაც მათ მიმართ აქვს საქართველოს ყველა მეგობარს, რომ დაკვეთით ხალხის დაჭერა არ შიძლება, ვინც არ უნდა იყოს ის, რურუა იქნება, უგულავა, თუ მე ან ვინმე სხვა. არ შეძლება, რომ მთავრობა პოლიტიკურად წყვეტდეს და არა კანონის უზენაესობა და საგამოძიებო ორგანოები, სად არის დანაშაული.
როდესაც ასეთი კოორდინირებული კამპანიაა და ხელს აწერს მმართველი გუნდის ერთ ერთი სპიკერი, როგორი სპიკერია ეს უკვე ცალკე საკითხია, საგარეო ახალი ვარსკვლავი ყავთ ბატონი კუჭავა, ეს არის დასტური მაგისი, ყველა ჩვენი მეგობრები რომ გევეკითხებიან, გამოგვიგზავნეს წერილი, რომლითაც ჩანს, რომ მათი პოლიტიკური ინტერესია, ეს კაცი ციხეში იჯდეს“,- განაცხადა ბოკერიამ.
„როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, სასამართლომ რურუას საპატიმროში დარჩენის გადაწყვეტილება თუ მიიღო, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, აიძულოს სასამართლო, რომ რურუა გათავიუფლოს? – აღნიშნულ კითხვაზე ბოკერია პასუხობს, რომ ყველა ავტორიტარი კანონის უზენაესობას ეფარება.
„იანუკოვიჩი, ასეთი კაცი ხომ გახსოვთ, ის იძახდა, მე რა შუაში ვარ კანონის უზენაესობაო, ყველა ავტორიტარი ეფარება ხოლმე კანონის უზენაესობას. ამ დროს თავისივე საუბარშივე ადასტურებს, რომ ერევა, სასამართლოში კი არ უნდა ჩაერიონ, აღარ უნდა ჩაერიონ, რადგან იარაღის ტარებაზე, რომელიც არის შეთითხნილი, სტანდარტი ყველა სხვადასხვა საქმეში არის გირაოთი გამოშვება. რომ ერევიან, იმიტომ არ უშვებენ. რას იძახიან იმას კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ იმას, რას აკეთებენ. რომ ერევიან ამიტომ არის რურუა ციხეში და არა იმიტომ, რომ უნდა ჩაერიონ რომ გამუშვან. საქართველოს ყველა მეგობარი მოუწოდებს, რომ ნუ ერევით პოლიტიკურ დაკვეთებში. ეს წერილი დასტურია, რომ ამაზეა აგებული მთელი ვერტიკალი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.