გიგა ბოკერია - საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ბინძურ მასალებზე, ეს არის ის, რითაც მართავენ ქვეყანას
გიგა ბოკერია - საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ბინძურ მასალებზე, ეს არის ის, რითაც მართავენ ქვეყანას

საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ბინძურ მასალებზე, ეს არის ის, რითაც მართავენ ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელ განცხადებას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მისი თქმით, ხელისუფლება ებრძვის არა პუტინის რუსეთს, არამედ საზოგადოებას აკონტროლებს და ყველაზე უფრო შავბნელი განწყობილებების კონტროლით სურს ძალაუფლების შენარჩუნება.

„ჩვენ ვნახეთ მათი უტიფარი რიტორიკა, როდესაც აღშფოთება გამოხატეს, თუ როგორ გაჟონა და მოღალატეების ძებნა დაიწყეს. ახლა ვხედავთ, რომ საკუთარი ბინძური პროპაგანდის აგება უნდათ ამ ბინძურ მასალებზე, რომლებსაც თვითონ აგროვებდნენ, არანაირი ნიშანწყალი ივანიშვილს და მის გარემოცვას არ ეტყობა, რომ რამის შეცვლა უნდათ. ამ მასალებმა, თუკი საბოლოოდ დადასტურდა, რომ ავთენტურია და ყველა საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ავთენტურია, დაადასტურა უმძიმესი სურათი რაც ვიცოდით, რომ ჩვენი ხელისუფლება და სპეცსამსახურები ებრძვის არა ქვეყნის მტერ პუტინის რუსეთს და მათ ჯაშუშებს, არა ორგანიზებულ დანაშაულებს, არამედ უბრალოდ აკონტროლებს საზოგადოების ყველა შრეს და ყველაზე უფრო შავბნელი განწყობილებების კონტროლით სურს ძალაუფლების შენარჩუნება. მათ შორის ამ მასალებიდან ისიც ირკვევა, რომ სადაც ლეგიტიმური საფრთხე იკვეთება რუსეთთან ჯაშუშური კავშირის, იმის გამოკვლევა არც აინტერესებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.