გიგა ბოკერია - საგანგებო რეჟიმის შემოღება თუ გახდება საჭირო, ის უნდა იყოს შემოღებული
გიგა ბოკერია - საგანგებო რეჟიმის შემოღება თუ გახდება საჭირო, ის უნდა იყოს შემოღებული

საგანგებო რეჟიმის შემოღება თუ გახდება საჭირო, ის უნდა იყოს შემოღებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საგანგებო ზომები უკვე ძალაშია და ეს ყველას უნდა ესმოდეს.

„საგანგებო რეჟიმის შემოღება თუ გახდება საჭირო, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს შემოღებული, ოღონდ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ამ ორივე ამოცანის გადაჭრა, რომ თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს და თან საგანგებო რეჟიმი იყოს, თუნდაც საკონსტიტუციო გამოცხადებული, ეს ტექნიკურად შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც საგანგებო საკონსტიტუციო რეჟიმზეა საუბარი, ზუსტად უნდა ითქვას, კერძოდ, რა ზომების მიღება სჭირდება მთავრობას ისეთი, რომელსაც დღეს ვერ იღებს. ამას თუ იტყვიან, რა თქმა უნდა, მაშინ ყველა დაუჭერს მხარს ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო რეჟიმს, კონკრეტული შეზღუდვების მისაღწევად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.