გიგა ბოკერია - რომან კაკულია ომის დროს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ტალახი ისროლოს, ღალატს გვაბრალებს
გიგა ბოკერია - რომან კაკულია ომის დროს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ტალახი ისროლოს, ღალატს გვაბრალებს

უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია ომის დროს ხელისუფლებაში იყო, სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ტალახი ისროლოს, ღალატს გვაბრალებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ამასთან, ბოკერიას შეფასებით, მათ რომან კაკულიასთან ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ, თუმცა მისი შეფასებით, კაკულიას გუშინდელი განცხადება ცილისწამება იყო.

„რომან კაკულიასთან პერსონალურად ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. გუშინ მესამედ მძიმე ცილისწამება ისროლა, თურმე ხელისუფლება, რომელმაც ომი დაიწყო, გარბოდა. ამ საკითხზე მთელი კამპანია იყო ტალღებად, საბუთის წარმოდგენა მოგვიწია, რითაც დადასტურდა, რომ ეს სრული უსინდისო ცილისწამება იყო. როცა ადამიანები ასეთ ცილისწამებას კადრულობენ, თვითონ ომის დროს ხელისუფლებაში იყო, ხომ არ გგონიათ, სადმე იყო? რომან კაკულია სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და მხოლოდ იმიტომ,რომ ტალახი ისროლოს, ღალატს გვაბრალებს. ხელისუფლება, რომელიც ომის დროს გარბის, მოღალატეა და ასეთ ბრალდებას რომ ისვრი, რაღაც სინდისი უნდა გქონდეს, რომ ფაქტები შეამოწმო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატის თქმით, ყველა შესაბამის პასუხს მიიღებს, ვინც ასე მოიქცევა.

„რამდენჯერაც ასე მოიქცევიან, იმდენჯერ მკვახე პასუხს მიიღებენ, რადგან დისკუსია არ არის, მოღალატე ხარ თუ არა, გაიქეცი თუ არა ქვეყნიდან, როცა ხელისუფლებაში იყავი. გამქცევი ვინ არის და ვინ არა, ბევრ სხვა ვითარებაში გვაქვს ნანახი“, – განაცხადა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ მოხდა.