გიგა ბოკერია - როგორც კი, ქვეყნისთვის ძალიან კარგი შეთანხმება შესრულდება, მაშინ პოლიტიკური ბოიკოტი აღარ იარსებებს
გიგა ბოკერია - როგორც კი, ქვეყნისთვის ძალიან კარგი შეთანხმება შესრულდება, მაშინ პოლიტიკური ბოიკოტი აღარ იარსებებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, როგორც კი, ქვეყნისთვის ძალიან კარგი შეთანხმება შესრულდება, მაშინ პოლიტიკური ბოიკოტი აღარ იარსებებს.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, როგორც ქვეყნის, ასევე მისი პარტიის ინტერესშია ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება, შინაარსით როგორი დაპირისპირებაც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ნორმალურია, როცა ეს ყველაფერი პარლამენტში ხდება. არ დაგიმალავთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ეგოისტური ინტერესია და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გვგონია, რომ საპარლამენტო ტრიბუნას ეფექტურად ვიყენებთ. პრინციპული საკითხია შეთანხმების შესრულება. იმედია, ეს შესრულდება და პოლიტიკური ბოიკოტი დასრულდება. თუ შეთანხმებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, ჩვენი ხმების პრობლემა არ იარსებებს. ხმას მივცემთ და ბოიკოტი სხვა მხრივ გაგრძელდება. ეს ადრეც გაგვიკეთებია. შესაძლებლობას ყოველთვის გამოვნახავთ, რომ იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც მივაღწიეთ, პრობლემას არ შევუქმნათ. იმედი მაქვს, არც სხვა არ შეუქმნის არც ერთი მიმართულებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი