გიგა ბოკერია - რეგიონებში საერთო მაჟორიტარების საკითხზე „ნაციონალური მოძრაობისგან“ არგუმენტები ვერ მოვისმინეთ
გიგა ბოკერია - რეგიონებში საერთო მაჟორიტარების საკითხზე „ნაციონალური მოძრაობისგან“ არგუმენტები ვერ მოვისმინეთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვერ მოისმინა კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ აცხადებს პარტია უარს რეგიონებში საერთო მაჟორიტარებზე.

„არგუმენტები ვერ მოვისმინეთ “ნაციონალური მოძრაობისგან“. ვაგრძელებთ მუშაობას სხვა პარტიებთან. გვექნება კონსულტაციები. თბილისის შეთანხმება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვება საკვანძო ოლქებში მოხდება“, – აღნიშნა ბოკერიამ.

კითხვაზე, დასრულებულია თუ არა კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ბოკერია აცხადებს, რომ პარტიის პოზიციის ცვლილების შემთხვევაში, საზოგადოება მათ გადაწყვეტილებას გაიგებს.

„მე მათი რეაქციებით ვმსჯელობ, თუ რამე შეიცვლება, გავიგებთ, ალბათ. ხედვა ძალაშია, მაგრამ რეაქციებით ვმჯელობთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი