გიგა ბოკერია - რეფერენდუმზე საუბარი არასერიოზულია
გიგა ბოკერია - რეფერენდუმზე საუბარი არასერიოზულია

ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის ინიციატივა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, არასერიოზულს უწოდებს.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, შემქნილი კრიზისული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ხელისუფლებამ ე.წ. გერმანული მოდელი მიიღოს.

პლებისციტს შემდეგ მაინც პარლამენტმა უნდა უყაროს ბოლოს კენჭი. ეს არასერიოზულია, მაგ მატარებელს ჩავლილი აქვს. პლებისციტი ჩატარებული არის, გავრილოვის ღამეს იყოს პლებისციტი, რომელსაც მერე დაეთანხმა ივანიშვილი. ერთადერთი სწრაფი გზა თუ უნდა ამ კრიზისიდან გამოსვლის დაწყება, არის ე.წ. გერმანული მოდელი. სამ კვირაში ამთავრებს ყველაფერს. პლებისციტი და რეფერენდუმი, რომელიც თვეების შემდეგ უნდა ჩატარდეს და მერე ან დაემორჩილებიან, ან არა. შემდეგ ისევ რომ გადააგდოს საზოგადოება? მერე ხელახლა უნდა იყოს ყველაფერი? ვაფასებ, რომ სხვებისგან განსხვავებით ზოიძეს ინსტიქტი მაინც აქვს ეს თქვა, მაგრამ ეს არ არის გზა, რომელიც ამ კრიზის განმუხტავს“, – განაცხადა ბოკერიამ.

აკაკი ზოიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს.