გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ განცხადება ადასტურებს, რომ მძიმე მდგომარეობა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით და მათი სიტყვის ფასი ნულია
გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ განცხადება ადასტურებს, რომ მძიმე მდგომარეობა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით და მათი სიტყვის ფასი ნულია

„ქართული ოცნების“ განცხადება ადასტურებს, რომ მათ მძიმე მდგომარეობა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით და მათი სიტყვის ფასი ნულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადება ადასტურებს, რომ მათ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ამასთან ცხადყოფს, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ სახიფათო რეჟიმის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა ისინი იძულებულები გახდნენ დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი.

რაც ყველაზე უფრო მთავარია, ახლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.