გიგა ბოკერია - პროტესტი გაგრძელდება, რომ ამ სამარცხვინო ლიდერის გუნდმა იგრძნოს, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება მათთვის არ იარსებებს
გიგა ბოკერია - პროტესტი გაგრძელდება, რომ ამ სამარცხვინო ლიდერის გუნდმა იგრძნოს, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება მათთვის არ იარსებებს

მწვავე პროტესტი გაგრძელდება, რომ ამ სამარცხვინო ლიდერის სამარცხვინო გუნდმა იგრძნოს, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება მათთვის არ იარსებებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვიდრე ასეთ უტიფრად იქცევიან, პროტესტი გაგრძელდება. სპეცრაზმი დგას და უნდათ ბიუროები ატარონ? უნდათ, რომ ასეთი გამარჯვებები იზეიმონ? ვნახოთ, რამდენს გაქაჩავენ.

დიპლომატიურმა კორპუსმა თავისი აზრი იმ განცხადებაში გამოხატეს, სადაც ძალიან მკაფიო გზავნილია დიპლომატიურ ენაზე. ეს კრიზისი ივანიშვილმა შექმნა, როცა საზოგადოება გადააგდო. ეს ტერმინი გამოყენებული არ აქვს, ეს შინაარსია. ამიტომ, ბურთი მის მოედანზეა. თუ უნდათ, რაღაც შანსი ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა მზადყოფნას ვერ ვხედავ. ამიტომ საზოგადოება ამ პროტესტს გააგრძელებს“,- განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის შეთავაზებას პასუხობს, რომელიც ოპოზიციას საკითხების საპარლამენტო ფორმატში განხილვას სთავაზობს.

„დიალოგი შეწყვიტეს მათ, როცა საზოგადოება გადააგდეს. ეს სტატუს-კვო დააბრუნონ და პირობა შეასრულონ. ეს არის ნაბიჯი დიალოგის აღდგენისკენ. დიალოგს აზრი აქვს, თუ სიტყვას ფასი აქვს. იყო დიალოგი, ივანიშვილმა ეს დიალოგი შეწყვიტა და გვითხრა, რომ ყველა ფეხებზე მკიდიხართო. მერე რა, რომ გადაგაგდეთო. მისი პოლიტიკური ყმები იგივეს იმეორებენ. დააბრუნოს, გზა ჩვენ ვუკარნახეთ სწრაფად როგორ უნდა დააბრუნოს. ეს იქნება ნაბიჯი ნორმალიზაციისკენ. გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია, გლობალურ დათბობაზე ხომ არ ვილაპარაკებთ. არა, უნდა ეს რისკი?! ჩვენ მზად ვართ და საზოგადოებას სხვა გზაც არ აქვს. ეს რეაქციაა მის უტიფრობაზე.

კარგია, რომ დღეს სერიოზულად არავინ არ დაშავდა. მაგრამ ბევრი ადამიანი ისევ უსამართლოდ დააკავეს. პოლიცია კიდევ ერთხელ პოლიტიკური კომფორტისთვის გამოიყენეს. უნდათ, რომ ასეთ დღეში ჰყავდეთ მათი აპარატი. ვნახოთ, რამდენს გაქაჩავენ. ვერ გაქაჩავენ, წააგებენ“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი