გიგა ბოკერია - პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიებას არ იწყებს, ეჭვებს ბადებს
გიგა ბოკერია - პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიებას არ იწყებს, ეჭვებს ბადებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიებას არ იწყებს, ეჭვებს ბადებს.

როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, გასაგებია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვებს არ უნდა დაეყრდნონ.

„ასე იქცევიან ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, „ასავალ-დასავალი“ და მისი პროპაგანდისტური ორგანოები, როცა ტალახს ისვრიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია მაღალი რანგის სასულიერო პირზე, რომელიც ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობაში იყო. პროკურატურამ მის დაკითხვაზე უარი თქვა. ეს არის ეჭვების გამაღრმავებელი ამბავი. ასეთი ბრალდებები ტყუილია თუ მართალი, თავს ამაზე არ ვდებთ, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რაც ეხება გამოძალვას, ზეწოლას. როცა პროკურატურა აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მეუფე იაკობმა მოინანიაო და ამიტომ არ ვკითხავთო, ეს ეჭვებს აღრმავებს და პარლამენტის ვალდებულებაა, ეს საკითხი განიხილოს. ეს ყველაფერი რწმენას შობს, რომ როგორც მინიმუმ, ბრალდებების ნაწილი სამართლიანია და შემაშფოთებელი”, – განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის ბიუროს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი წარედგინა, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი