გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ბოკერიას გამოკითხვის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს, რომ საგამოძიებო ორგანოში ხვალ არის დაბარებული.

როგორც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, გიგა ბოკერია პროკურატურაში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზეა დაბარებული.