გიგა ბოკერია - პრემიერობის კანდიდატზე საუბარი არასერიოზული და ნაადრევია 
გიგა ბოკერია - პრემიერობის კანდიდატზე საუბარი არასერიოზული და ნაადრევია 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერობის კანდიდატზე ახლა საუბარი არასერიოზული და ნაადრევია.

„ყველას მოგეხსენებათ, იმ ქვეყნებში, სადაც ღრმა ტრადიციაა დემოკრატიის და კოალციური მთავრობების, კოალიციური მოლაპარაკებები შედეგების მიხედვით დგება. ანუ, ვის რა წონა ექნება არჩევნების შემდეგ, იმის მიხედვით მიდის მოლაპარაკება“,- განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ამ საკითხზე საუბარი მთლიანად ოპოზიციას არ დაუწყია.

„რომელმა ოპოზიციამ? თქვენ გერევათ „ძალა ერთობაშია“ და ოპოზიცია, ისინი ერთი კოალიცია არიან, არ არიან  მთლიანად ოპოზიცია, ოპოზიციას არ დაუწყია საუბარი. ამაზე საუბარი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის შიგნით, ეს არის მათი საქმე. პატივს ვცემ მათ დისკუსიას, რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ მათთვის სასურველი ნომიმანტის შესახებ, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკება პრემიერზე ან კაბინეტზე, ახლა არის არასერიოზული, რადგან ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ გარშემო ძალები და ჩვენი ღირებულების და პრემიერის კანდიდატურა იყოს ისეთი, რომელიც ჩვენ შეხედულებებს იზიარებს. ბუნებრივია, სხვებს სურთ სხვანაირი.

იმის მიხედვით, ვის რა წონა ექნება, შემდეგ იწყება ეს მოლაპარაკებები. პოლიტიკური ძალების შიგნით, ვის რა მოლაპარაკება ან დაპირისპირება აქვს, ეს ნორმალური, დემოკრატიული პროცესია“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი