გიგა ბოკერია - პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს, ეს უკვე გაფორმდა და ორ ან სამ ადამიანზე ხომ არაა ლაპარაკი
გიგა ბოკერია - პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს, ეს უკვე გაფორმდა და ორ ან სამ ადამიანზე ხომ არაა ლაპარაკი

პოლიტიკურ სპექტრს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

„ორ ან სამ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი. უკვე გაფორმდა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს.

ივანიშვილი სწორად ხვდება, რომ ეს წინ დახვდება იმ კრიზისის ფონზე, რაც ეკონომიკაშია და ზოგადად, დიდი რისკია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, არა მარტო ასეთი სამარცხვინო ოლიგარქის ერთპიროვნული მმართველობისთვის. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრს ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია ჰქონდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. „როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატს არ ჩავაბარებ“, – აცხადებს ენუქიძე.