„პატიორტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ავთანდილ ენუქიძე - როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატს არ ჩავაბარებ
„პატიორტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ავთანდილ ენუქიძე - როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატს არ ჩავაბარებ

როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატს არ ჩავაბარებ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ განუცხადა.

როგორც ენუქიძემ აღნიშნა, პარტიაში ყველა იცოდა, რომ საპარლამენტო მანდატის დატოვებს არ აპირებს.

„ჩემი ხედვა მაქვს რაღაცებზე. ირმა ინაშვილმა გააკეთა განცხადება. თავად ინაშვილმა და კიდევ ორმა ადამიანმა  შეიტანეს განცხადება. პარტიული სია სხვა არის და უპარტიო დეპუტატები სხვა არის. ვინც გავიდნენ, სამმა შეიტანა განცხადება მანდატების დატოვებაზე, მე არ შევიტანე. ჩუმად კი არ ვამბობ ამას, ეს ყველამ იცოდა კარგა ხანია, რომ მანდატს არ დავტოვებდი, ვიდრე არ მივიღებდი გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილება არ მქონდა მიღებული. ჩემი მოტივაცია და ხედვაა, რომ ჯობია, პარლამენტიდან ითხოვო შენი, რასაც ითხოვ. პიროვნულად მაქვს ლაპარაკი, ჩემს თავზე და გაიგონოს მთელმა ქვეყანამ. ქუჩის პროტესტს ვერავის ავუკრძალავ, იქ არის ხალხი, ვისთან ერთადაც მე ვერ წარმომიდგენია დგომა“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.