გიგა ბოკერია - პარტიაში შიდა კონკურენციის წესი გვაქვს, პარლამენტში მოსახვედრ პირთა სია შედგება იმ შედეგებზე დაყრდნობით, რასაც მთელ საქართველოში ვაჩვენებთ
გიგა ბოკერია - პარტიაში შიდა კონკურენციის წესი გვაქვს, პარლამენტში მოსახვედრ პირთა სია შედგება იმ შედეგებზე დაყრდნობით, რასაც მთელ საქართველოში ვაჩვენებთ

პარტიაში გვაქვს შიდა კონკურენციის წესი, ანუ ჩემი ჩათვლით, პარლამენტში ადამიანების მოხვედრა ხდება იმის მიხედვით, რა შედეგებს აჩვენებენ იქ, სადაც ისინი კენჭს იყრიან, ან იმ ოლქებში, რაიონებში, სადაც ისინი არიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით, ბევრი პარტიისგან განსხვავებით დიდი ცვლილება აქვთ.

„ამ სიას უბრალოდ არ წერენ პარტიის ოფისში, ეს სია შედგება იმ შედეგებზე დაყრდნობით, რა შედეგებსაც ვაჩვენებთ ჩვენ ყველანი მთელ საქართველოში. სია არის პირობითი, ჩვენი პარტიის შიგნით, თუ არ ჩავთვლით ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ყველა ადამიანი ვმონაწილეობთ შიდა კონკურენციაში“, – აცხადებს ბოკერია.