გიგა ბოკერია - პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი
გიგა ბოკერია - პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი

ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც მოაწყვეს, ტრაგედიის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა, საზიზღრობის შემდეგ, რაც გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით მოაწყო ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც შეიძლება, პარლამენტმა შეასრულოს, ღარიბაშვილის გადაყენებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტმა ან სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი.

„ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ეს ბნელეთის მოციქულები და ამ რეჟიმის პოლიტიკურად ყველაზე ნაძირლური ფრთა ირაკლი ღარიბაშვილი ომის მდგომარეობაშია არა მხოლოდ თავისუფალ მედისთან, არა მხოლოდ საზოგადოების აქტიურ ნაწილთან, ამ ოპოზიციასთან, მთელი ქვეყნის მომავალთან. ეს არის ბრძოლა ფასეულობებისთვის, ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ, რაც მოხდა გუშინ, ჟურნალისტის გარდაცვალება, ამ საზიზღრობის შემდეგ, რაც გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით მოაწყო ივანივშილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლმენტმა შეიძლება, შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ეს არ ხდება, ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ, და ჯერჯერობით ვერ ვეხდავთ, მაშინ ამ პარლმენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიცია წარმოდგენილი. ან პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი, ვითარება უნდ იყოს მკაფიო, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი მხარდამჭერი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.