გიგა ბოკერია - ოპოზიციას ნამდვილად გაცნობიერებული გვაქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვა
გიგა ბოკერია - ოპოზიციას ნამდვილად გაცნობიერებული გვაქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვა

ოპოზიციას ნამდვილად გაცნობიერებული გვაქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების საკითხი ვადამდელ არჩევნებამდე მისვლაა.

„ოპოზიციას ნამდვილად გაცნობიერებული გვაქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვა. მოლაპარაკებების საკითხი არის მისვლა ნორმალურ ვადამდელ არჩევნებამდე, იქამდე პოლიტიკური დევნა და ყველანაირი ინციდენტია გამოსარიცხი. ეს არის ის, რაც სჭირდება ქართულ საზოგადოებას. ეს არის ის, რისკენაც ჩვენი ქვეყნის მეგობრები ძალიან მკაფიოდ მოუწოდებენ პირველ რიგში მთავრობას. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ამ გზით ვიაროთ წინ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.