გიგა ბოკერია - „ოცნების“ პროპაგანდა ჩაირთო ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი მეგობარია 
გიგა ბოკერია - „ოცნების“ პროპაგანდა ჩაირთო ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი მეგობარია 

ისრაელში გამოძიება მიმდინარეობს გადასახადების გადაუხდელობაზე არა კეზერაშვილის, არამედ სხვა ფიგურების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ტელევიზიის შექმნის ამბავი როგორც კი გაირკვა, „ოცნების“ პროპაგანდა ჩაირთო დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ცრუ პროპაგანდა. ვწუხვარ, რომ მედია ფაქტებს არ ამოწმებს. მესმის, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი. ტელევიზიის შექმნის ამბავი როგორც კი გაირკვა, „ოცნები“ს პროპაგანდა ჩაირთო ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი მეგობარია. ის თავად გასცემს ალბათ პასუხს, მაგრამ საკმარისია გაეცნოთ ისრაელის მედიას და ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველიც კი ვერ იპოვეს ისრაელში. გამოძიება მიმდინარეობს გადასახადების გადაუხდელობაზე არა კეზერაშვილის, არამედ სხვა ფიგურების წინააღმდეგ. ეს რაღაც გამოძიება არაფერ კავშირში არ არის კეზერაშვილთან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.