გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გათავისუფლება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის საკმარისი არ არის
გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გათავისუფლება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის საკმარისი არ არის

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

მისივე თქმით, კრიზისის განსამუხტად საჭიროა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება.

„ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ბუნებრივია, სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის ასეთ სამარცხვინო საქმეზე, ასეთ სამარცხვინო გარემოებებში, ეს არის ყველაზე მსხვილი საკითხი, მაგრამ ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, რურუას გათავისუფლების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და ვადამდელი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი მაინც ვერ განიმუხტება.

ამიტომ ჩვენ ამოცანა რჩება უცვლელი: მელიას და რურუას გათავისუფლება, შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული. იქ საკვანძო პუნქტია სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ, ასევე საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილება. ამ ყველაფრის შესრულება აუცილებელია, რათა დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა. საბოლოო ჯამში, შედეგი აუცილებლად იქნება, როდის და რა ფორმით, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბოკერიამ.