გიგა ბოკერია - მთავარი ამოცანაა, პოლიტიკური დევნის პრობლემა აღმოვფხვრათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენს ქვეყანას
გიგა ბოკერია - მთავარი ამოცანაა, პოლიტიკური დევნის პრობლემა აღმოვფხვრათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენს ქვეყანას

მთავარი ამოცანაა, პოლიტიკური დევნის პრობლემა აღმოვფხვრათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების, კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.

„არ ვიცით რას გულისხმობდა ბატონი სააკაშვილი დაბრუნებაში, მაგრამ ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ და მე ვიტყოდი საქართველოს ამოცანაა, ერთი და იგივე სცენარი დასრულდეს, საქართველოში დევნილი პოლიტიკოსები არ არსებობდეს და ერთი იძახდეს დავბრუნდებიო და მეორე იძახდეს ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებდეს. დისკუსია, რომ ვიღაც ბრუნდება და ვერ ბრუნდება, მეხუთედ იძახის, რომ ბრუნდება და ვერ ბრუნდება, უნდა დასრულდეს. ეს ყველაფერი ჩემთვის არის შეხსენება იმ არანორმალური ვითარების, რომელიც გვაქვს, რომ პოლიტიკური დევნილები არსებობენ. მთავარი ამოცანაა, რომ პრობლემა აღმოვფხვრათ პოლიტიკური დევნის და ქვეყანა ფოკუსირდეს იმაზე, რაც არის ჩვეულებრივი მოქალაქეების მთავარი გამოწვევა. რაც შეეხება არის თუ არა მიხეილ სააკაშილის ადგილი ხალხის პოლიტიკაში და რა დოზით, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენა ქვეყანას, ეს ასე ვერ მოხდება და არ მოხდება, მაგრამ დევნილი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება კითხვას, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობაზე, ბოკერია აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

„ყველა პოლიტკური სუბიექტის უფლებაა თქვას, ვინ სურს პრემიერად, მაგრამ ჩვენ ამ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვექნება და თუ პროგნოზს მეკითხებით, რასაკვირველია, ვერ მოხერხდება ამის გარშემო კოალიციის შექმნა“, – განაცხადა ბოკერიამ.