გიგა ბოკერია - მრავალმანდატიანი სისტემა დიდხანს იყო შვეიცარიის კანტონებში, იაპონიის ზედა პალატაში და სამხრეთ კორეაში, ეს სისტემა ავღანეთსა და ერაყს საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუწერა
ავღანეთსა და ერაყს საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუწერა ეს სისტემა იმ გამოწვევების გამო, რომლებიც ჰქონდათ და რომელიც არ არის იდენტური საქართველოსი, მაგრამ რაღაც მსგავსება არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შესახებ მმართველი გუნდის წევრების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
„გრძელდება პოლიტიკური წნეხი სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის კლოუნების გუნდზე. მათ არც გააზრებული პასუხი აქვთ რაიმე საკითხზე. საერთოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას ვერ აფიქსირებენ და ითხოვენ კიდევ დროს. კი ბატონო, ჩვენ მოთმინებაც გვაქვს, რესურსების გამოზოგვაც ვიცით. გაგრძელდება ქვეყნის შიგნით პროტესტი, ამ მოლაპარაკების გზით და სხვა გზით ივანიშვილის გუნდის იზოლაცია გაღრმავდება, თუ არ მოეგებიან გონს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგა ბოკერიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა შეხვედრაზე ითხოვეს, მმართველ გუნდს ოპოზიციის შეთავაზების ერთ-ერთ კომპონენტთან, მრავალმანდატიან სისტემასთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა.
„იქ დრო ითხოვეს და საჯაროდ სხვა რამე თქვეს. რაც შეეხება ავღანეთსა და ერაყს, ჯერ ერთი, ეს სისტემა დიდხანს იყო შვეიცარიის კანტონებში, იაპონიის ზედა პალატაში და სამხრეთ კორეაში იყო წლების განმავლობაში. ამ ქვეყნებს, რომლებიც დაასახლეს იქ, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუწერა ეს სისტემა იმ გამოწვევების გამო, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელიც არ არის იდენტური საქართველოსი, მაგრამ რაღაც მსგავსება არის ავტორიტარული წარსულის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.