გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, საქართველო არ დადგეს თუნდაც იმ გზაზე, როდესაც ხალხი რეაგირებს რევოლუციით, სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები
გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, საქართველო არ დადგეს თუნდაც იმ გზაზე, როდესაც ხალხი რეაგირებს რევოლუციით, სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები

ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს ყველა მეგობრის, ვინც შეწუხებულია არსებული ვითარებით, ოღონდ უნდა ვთქვა, რომ ეს ვითარება შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია აცხადებს, რომ პარტნიორების მოწოდებას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს, იზიარებს.

„ნორმალური ვითარება, როდესაც ოპოზიციაც ხელისუფლებაშია, ჩვენ გვექნება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები და უკვე „ქართული ოცნება“, თუ შეძლებს კვლავ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, ოპოზიციაში იქნება და შემოვა პარლამენტში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შეთანხმების მიღწევისკენ მოგვიწოდეს და სრულიად ვიზიარებთ ამ სულისკვეთებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო არ დადგეს იმ გზაზე, სადაც არჩევანს აზრი არ აქვს, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმს და დიქტატურას, ან არ დადგეს თუნდაც იმ გზაზე, როდესაც ამაზე ხალხი რეაგირებს რევოლუციით, სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები. დიახ, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას ნორმალურ ვადამდელ არჩევნებზე, რისი ნაწილიც არის პოლიტპატიმრების გამოშვება, საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები“, – განაცხადა ბოკერიამ.