გიგა ბოკერია - მოსამართლეების კენჭისყრას თუ დააპირებენ, ამას მოჰყვება მწვავე პროტესტი და პიკეტირება
გიგა ბოკერია - მოსამართლეების კენჭისყრას თუ დააპირებენ, ამას მოჰყვება მწვავე პროტესტი და პიკეტირება

მოსამართლეების უდიდესი ნაწილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სამარცხვინოები იყვნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თუ პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატების ჯენჭისყრას დააპირებს, მოჰყვება მწვავე პროტესტი.

„მოსამართლეების უდიდესი ნაწილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სამარცხვინოები იყვნენ, კორუფციის ნიშნებით, სრული არაკომპეტენტურობით და ხელისუფლების მონური მორჩილებით. მოსამართლეების კენჭისყრას და ამ უტიფრობას თუ დააპირებენ, ამას მოჰყვება მწვავე პროტესტი და პიკეტირება აუცილებლად. ამით კიდევ უფრო დაამძიმებენ მათ პოლიტიკურ ბედს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში 09:30 საათზე არის ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი