გიგა ბოკერია - მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, ხალხნო, სიმშვიდისთვის, ჩვენი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭიროა რეჟიმის შეცვლა, ამას თუ არ ვიზამთ, მომავალში ბევრად უფრო დიდ ფასს გადავიხდით 
გიგა ბოკერია - მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, ხალხნო, სიმშვიდისთვის, ჩვენი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭიროა რეჟიმის შეცვლა, ამას თუ არ ვიზამთ, მომავალში ბევრად უფრო დიდ ფასს გადავიხდით 

ყველას, მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, ხალხნო, სიმშვიდისთვის და ჩვენი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭიროა რეჟიმის შეცვლა, ამას თუ არ ვიზამთ, მომავალში ბევრად უფრო დიდ ფასს გადავიხდით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ბოკერიას თქმით, „ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ პროცესში ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მხოლოდ მოქალაქეების მოტივირებაზე​ და ეს არის გადამწყვეტი“.

„რა თქმა უნდა, მაიდანი არ არის სასურველი სცენარი, ნებისმიერი მსხვერპლი არ არის სასურველი სცენარი და სარისკო არის, ოღონდ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალტერნატივა თუ არის ბელარუსიზაცია, ანუ ლუკაშენკვიზაცია იმ არგუმენტით, რომ ანუ მძევლად არ უნდა ავაყვანინოთ თავი ამ რეჟიმს, რასაც ახლა გვიკეთებს ხოლმე – ა, რაღაც გამოსვლები იქნება? მე ძალას ვიხმარ და თქვენ არ ხართ წამსვლელები ამ წინადადებაზე. ყველას, მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, ხალხნო, სიმშვიდისთვის და ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭიროა რეჟიმის შეცვლა, ამას თუ არ ვიზამთ, ბევრად უფრო დიდ ფასს გადავიხდით მომავალში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.