გიგა ბოკერია - მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს
გიგა ბოკერია - მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს

ფოთში, ხობსა და სენაკში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა მონაცემით, არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მაქსიმალურად იაქტიურონ უბნების დახურვამდე დარჩენილ ბოლო საათის განმავლობაში.

„თითქმის ერთი საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე. ყველა ჩვენი მონაცემით, ამ არჩევნებში ივანიშვილის გუნდი დამარცხდა და ქართულმა საზოგადოებამ, მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაშიც ყველა ჩვენი მოქალაქის არჩევნებზე მისვლა და დამატებით მხარდაჭერა ცვლილებებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.